Home » ფინანსები » გიორგი ხანიშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურის ფასი არ გაიზარდოს​

გიორგი ხანიშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურის ფასი არ გაიზარდოს​

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი.

ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა, 2020 წლის დეკემბრიდან, ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას ახდენს.

„ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება დაიცავს ჩვენს მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან”

Share