Home » საზოგადოება » გიორგი კანაშვილი – ოპოზიცია საკამათო ტერიტორიებს ყველანაირი ბრძოლის გარეშე უთმობს მეზობელ აზერბაიჯანს

გიორგი კანაშვილი – ოპოზიცია საკამათო ტერიტორიებს ყველანაირი ბრძოლის გარეშე უთმობს მეზობელ აზერბაიჯანს

“იხატება სურათი, რომ ხელისუფლება ცდილობს გარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს, პოულობს რაღაც ახალ რუკებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს; აი ოპოზიცია კი, საკამათო ტერიტორიებს, ყველანაირი ბრძოლის გარეშე უთმობს მეზობელ აზერბაიჯანს”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რა თქმა უნდა ივერი მელაშვილის გადასაწყვეტია რა ინტენსიობით ივლის ტელევიზიებში, თოქ-შოუებში და ა.შ. თუმცა…

მე რასაც ვაკვირდები (შესაძლოა ვცდები), მისი გამოსვლისა და ალაპარაკების შემდეგ, მისდამი დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა. გასაგებია, რომ ადამიანი არც პოლიტიკოსია, არც დავარცხნილად მოსაუბრე და გარკვეული ნიუანსები ეპარება. უკვე ბევრი რამ თქვა იმდაგვარად, რაც მასვე აზარალებს.

ზოგადად, მეჩვენება, რომ საგარეჯოს ეპოპეაშიც გამარჯვებული ქართული ოცნება გამოდის. იხატება სურათი, რომ ხელისუფლება ცდილობს გარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს, პოულობს რაღაც ახალ რუკებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს; აი ოპოზიცია კი, საკამათო ტერიტორიებს, ყველანაირი ბრძოლის გარეშე უთმობს მეზობელ აზერბაიჯანს. თან რაღაც ისე ტერიტორიებს კი არა – დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიებს!

ამიტომ – ა) იქნებ ვინმემ ურჩიოთ ბატონ ივერის ნაკლები საჯაროობა; ბ) ყველა სიტყვა, რომელიც ამ მართლაც მტკივნეულ საკითხს შეეხება, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის წარმოთქმული, უნდა იყოს ასჯერ გაზომილი (მითუმეტს თუ პოლიტიკოსი ხარ)!”, – წერს გიორგი კანაშვილი.

 

Share