Home » ფინანსები » გიორგი კაკაურიძე: მომდევნო პერიოდში ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს

გიორგი კაკაურიძე: მომდევნო პერიოდში ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს

“მომდევნო პერიოდში ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს “, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ზოგადად მსოფლიოში, ინფლაციის ზრდაზე პანდემიის პირობებში გადადგმულმა რადიკალურმა ნაბიჯებმა იმოქმედა.

“გეთანხმებით, ინფლაცია პრობლემური თემაა. არ არის კარგი, როდესაც ბოლო თვეში 9.9% ინფლაცია დაფიქსირდა, საშუალო ინფლაცია ვფიქრობთ, 6.5% -ზე უფრო მაღალიც შეიძლება იყოს, რაც საკმაოდ მაღალია.

რას ვაპირებთ და რა შეიძლება ვქნათ ინფლაციასთან მიმართებაში – პირველ რიგში, თუ შევხედავთ მსოფლიო ეკონომიკებს, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის საპასუხოდ, ისეთი რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც წინა წლებში არ მომხდარა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ამან ინფლაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და თუ შევხედავთ ისეთ ქვეყნებს, სადაც ინფლაცია 0.5%-ის ფარგლებში იყო ხოლმე, 4%-იანი ინფლაციები გვხვდება და უფრო მეტი. ინფლაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პანდემიით არის გამოწვეული გარკვეულწილად.

როდესაც ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა ხდება, მიუხედავად იმისა, რა არის ბაზა, თავისთავად ერთობლივი მოთხოვნა იზრდება და ინფლაციაზე გავლენას ახდენს. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინფლაცია გარკვეულწილად მოითოკოს. ეროვნული ბანკის ქმედებებიც იმას უწყობს ხელს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მოითოკოს.

რაც შეიძლება ფისკალური პოლიტიკით გააკეთო, დეფიციტს ვამცირებთ და ესეც ინფლაციის მოთოკვას ნიშნავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რაც დაეხმარება ეროვნულ ბანკს იმაში, რომ რეფინანსირების განაკვეთის დამატებით ზრდის გარეშე, მოახდინოს ინფლაციის მოთოკვა. ეს რა თქმა უნდა 1 თვეში ვერ მოხდება, თუმცა იმ 3-4 თვიან პერიოდში უკვე მოქმედებას დაიწყებს და კლებადი ტენდენცია მომდევნო პერიოდში ინფლაციას უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Share