Home » საზოგადოება » “გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია”
“გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია”

“გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია”

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია,”- ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა კანონპროექტს მთავრობასთან განიხილავდნენ, „გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა“.

„ამ ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ,“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

Share