Home » საზოგადოება » გიორგი გახარია – სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა ამით მმართველ პარტიას დაეხმარება

გიორგი გახარია – სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა ამით მმართველ პარტიას დაეხმარება

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება.

ამასთან, როგორც გიორგი გახარია აცხადებს, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააკავებენ, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სააკაშვილი ამნისტიით გაათავისუფლოს, „ისე, როგორც მელია და რურუა გამოუშვეს“.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა ამით მმართველ პარტიას დაეხმარება, ეს ერთი. მეორე – თუ ჩამოვა, ის მსჯავდებულია და დააკავებენ. მესმის, რომ შეიძლება „ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადოს, მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს მელია და რურუა.

მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რეფერენდუმამდე საქართველოში ჩამოვა. სააკაშილის თქმით, ეს მისი ვალდებულებაა.

Share