Home » საზოგადოება » გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს
გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს

გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს

ბოლო ორ კვირაში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული ექვსი შემთხვევა სხვადასხვა კლუბში.

► „ნარკორეალიზატორები ჩვენი საერთო პრობლემაა და როცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, შსს-ს მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს“

„დღეის მდგომარეობით, 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იძულებული იყო განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share