Home » საზოგადოება » გიორგი ჩიქოვანი: 10 წელია სერიოზული ბრძოლა მიდის ენერგოობიექტების აშენების წინააღმდეგ

გიორგი ჩიქოვანი: 10 წელია სერიოზული ბრძოლა მიდის ენერგოობიექტების აშენების წინააღმდეგ

თითქმის ყველა ენერგოპროექტთან სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, – „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრა.

„10 წელია უკვე სერიოზული ბრძოლა მიდის ენერგოობიექტების აშენების წინააღმდეგ. ეს არ შუქდება სამწუხაროდ. თითებზეა ჩამოსათვლელი ის პროექტები, სადაც პრობლემა არ არის, თითქმის ყველგან სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, გასაჩივრებულია ქარის ელექტროსადურების რამდენიმე პროექტი, იმ არეალში ღამურების, გადამფრენი ფრინველების თუ ეგვიპტური ფასკუნჯისთვის საფრთხის შექმნის მოტივით.

„2030 წლისთვის ჩვენ ელექტროსისტემას უნდა დაუერთდეს 1000 მგვტ ქარის და 500 მეგავატი მზის სადგურები. ასევე სხვა ალტერნატიული წყაროები. იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ ჰიდროზე ვზრუნავთ არ არის სწორი. ყველაზე კარგი სისტემა არის დივერსიფიცირებული.

კიდევ ერთი მითი ის, რომ „მარტო მზის სადგურები ააშენეთ და აღარ არის საჭირო ჰესები“ – ეს ასე არ არის სამწუხაროდ, არც ტექნიკურად და არც ეკონომიკურად ისინი ერთმანეთს ვერ შეცვლის. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ნებისმიერ სქემაში ისინი ჯობია ყველა სახის სადგურის არსებობა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

Share