Home » ეკონომიკა » გიორგი ბარბაქაძე: რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს
გიორგი ბარბაქაძე: რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს

გიორგი ბარბაქაძე: რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს.

ამის შესახებ ბარბაქაძემ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მართავს დისკუსიას – “ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე”.

დისკუსიაზესიტყვით გამოსვლისას გიორგი ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ რეზერვების ხარჯვის შემთხვევაში რეზერვი დაიხარჯება, მოხდება გადავადება, თუმცა გაუფასურება მაინც იქნება.

“გარდა ამისა, ამას დაემატება სპეკულაცია. თუკი კურსი გაუფასურებულია, ვხედავთ, რომ სავალუტო შოკია, შემოდინებები არ არის და გადინება დიდია და ამ დროს ვიღაცა ამას ხელოვნურად აჩერებს, იქნება მოლოდინი იმისა, რომ დღეს თუ ხვალ კურსი აუცილებლად გაუფასურდება. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში უმეტესობა, ვისაც ლარში აქვს ნაღდი ფული ან დეპოზიტი, მას დოლარში გადაახურდავებს”

– განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ეს პროცესი გავლილი აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროპის ქვეყნებს 90-იანი წლების დასაწყისში.

“სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა ეს გამოცდილება 1998 წელშიც და 2008 წელშიც და ჩვენც ვისწავლეთ. რეზერვების შემცირებას აზრი არ აქვს. რეზერვები იყიდება, კურსი მაინც უფასურდება, თან უფრო მეტად, ვიდრე შეიძლებოდა გაუფასურებულიყო მარტო საგარეო შოკების დროს”

– განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ.

Bpn.ge

[wpolling id=”5″ width=”” height=””]

Share