Home » ფინანსები » გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრი ხდება?
გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრი ხდება?

გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრი ხდება?

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს  წევრობის ოთხივე კანდიდატი ცნობილია.

ესენი არიან – გიორგი ბაქრაძე, რომელიც ამ დროისთვის ეროვნულ ბანკში მუშაობს, აგრეთვე ნია შარაშიძე, გიორგი ფალოიძე და არჩილ იაკობაშვილი.

ნია შარაშიძე და არჩილ იაკობაშვილი პროფესიით ფინანსისტები არიან. ორივე მათგანი ასოცირებული პროფესორია.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ოფიციალურად 27 იანვარს უნდა წარუდგინონ. ამ დროისთვის  სულ საუბარია ოთხ კანდიდატზე, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება. ახალი პრეზიდენტი საბჭოს წევრებიდან აირჩევა.

Share