Home » ეკონომიკა » ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 7 თვის მონაცემებს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასულიწლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორ ცევროკავშირი სქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით

– 72% (2595947), რუსეთი – 50% (12748273), პოლონეთი – 29% (1190926), ესტონეთი – 57% (379650), ყირგიზეთი – 107% (163966), გერმანია – 21% (174166), იაპონია – 12% (101448), დიდი ბრიტანეთი – 44% (58618), და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12748273), უკრაინა (2595947) , ჩინეთი (2475557), ყაზახეთი (1924046ბოთლი) და პოლონეთი (1190926).
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3210280 ბოთლი, „მუკუზანი“ –1230522 ბოთლი, „წინანდალი“ – 1016107 ბოთლი, „ახაშენი“ – 518170 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169371 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა

Share