Home » ახალი ამბები » ,,ღვინის გზის“ პროექტი განახლდა
,,ღვინის გზის“ პროექტი განახლდა

,,ღვინის გზის“ პროექტი განახლდა

,,ღვინის გზის“ პროექტი განახლდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირების, შეფასების და ფოტო ფიქსაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ღვინის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას ემატება ახალი ობიექტები და რეკომენდირებული მარნებისთვის მომზადდება მიმართულების მანიშნებლები და სახელობითი დაფები.

ასევე საინფორმაციო სარეკლამო მასალები( ღვინის რუკა,გზამკვლევი) სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია რეკომენდირებული მარნების შესახებ და გავრცელდება უფასოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საშუალებით.მთავარ საავტომობილო გზებზე კი განთავსდება მიკრო ზონების (ადგილქარმოშობის ღვინოების) აღნიშვნელი სტელები.

,,ჩვენ წელს დავიწყეთ ,,ღვინის გზის“ მეორე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ეტაპი, რომელიც გულისხმობს ღვინის ტურიზმისთვის საინტერესო ობიექტების და ახალი მარნების დამატებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ამ ობიქტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა ტრენინგებით,რომ როგორც ქართველ ასევე უცხოელ ტურისტებს უკეთესად მოვემსახუროთ.“ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ. მისივე თქმით 7-9 სექტემბერს საქართველოში ჩატარება ღვინის საერთაშრისო კონფერენცია,რომელსაც სახვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან ერთად გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალი ბრიფაიც დაესწრება.,,ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო დავაფიქსიროთ ღვინის სამშობლოდ,როგორც ღვინის აკვანი და გავაცნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ჩვენი უძველესი ტრადიციაც.“- აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

Share