Home » საზოგადოება » ღარიბაშვილი: ვსაუბრობთ, რომ „ხუდონჰესი“ სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

ღარიბაშვილი: ვსაუბრობთ, რომ „ხუდონჰესი“ სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

„მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა.

ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„დიდი და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო ტალღა დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას.

ეს უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“

Share