Home » ფინანსები » ღარიბ ფენას უფრო მეტი შეაქვს ბიუჯეტში, ვიდრე მდიდარ ფენას
ღარიბ ფენას უფრო მეტი შეაქვს ბიუჯეტში, ვიდრე მდიდარ ფენას

ღარიბ ფენას უფრო მეტი შეაქვს ბიუჯეტში, ვიდრე მდიდარ ფენას

პოლიტიკური მოძრაობა სოციალ-დემოკრატების წევრი, ბათუ კოპალიანი, სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაოდ ყურადსაღებ და საინტერესო სტატიტიკას აქვეყნებს. კოპალიანის გამოთვლებით  მაღალშემოსავლიანი ჯგუფის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაბალშემოსავლიანი ჯგუფის მხოლოდ 4,5%-ს შეადგენს.

“შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 0-დან 1200 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანთა რიცხვი 557 853-ია, ხოლო მათი რაოდენობა ვისი ხელფასიც 9600-12000მდე მერყეობს 1241-ია.

თუკი ჩავთვლით რომ ყველას ვინც ამ უმაღლეს ჯგუფშია აქვს 12000 ლარი ხელფასი (ანუ ავიღებთ ყველაზე უარესს შემთხვევას) და ჩავთვლით რომ პირველი შემოთავაზებული ჯგუფის ხელფასი 600 ლარია( რეალურად ამ ჯგუფის 90%-ის ხელფასი ნამდვილად შეადგენს 600 ლარს) შევძლებთ მარტივად გამოვიანგარიშოთ ამ ორი მარგინალური ჯგუფის კონტრიბუციის წილი საშემოსავლო გადასახადში. ძალიან ვულგარული და უხეში დათქმებითა და გამოთვლებით, გამოდის რომ მეორე მაღალშემოსავლიანი ჯგუფის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაბალშემოსავლიანი ჯგუფის მხოლოდ 4,5%-ს შეადგენს.

შესაძლებელია მდიდარი მოცულობით უფრო მეტ გადასახადს იხდიდეს (1000 ლარის 20% უფრო მეტია 200 ლარის 20%-ზე) ვიდრე დაბალშემოსავლიანი ადამიანი, მაგრამ თუკი გადასახადის წილს შევადარებთ განკარგვადი შემოსავლის (დაბეგვრის შემდგომ დარჩენილ თანხას) მოცულობას, მარტივად დავინახავთ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გადასახადი უდიდესი რეპრესიაა და სახელმწიფოს მხრიდან წართმეული, სასიცოცხლო მნიშვნელობის თანხაა.

თუკი დავაკვირდებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სამომხმარებლო სესხების მუცულობასა და რაოდენობას ვნახავთ, რომ გაცემული თანხების 22% 0-1000-მდე სესხებია, რაც მეორე ადგილს იკავებს მილიონიანი სეხების შემდგომ. ხოლო თუკი დავთვლით სესხების რაოდენობას, დადებული სასესხო ხელშეკრულებების 87% სწორედ ამ მცირე ზომის სესხებზე მოდის. გამოდის რომ სახელმწიფოსგან წართმეულ ფულს ადამიანები ბანკებიდან იღებენ.

მოხმარების კომპოზიციიდან ჩანს რომ ის ფული რომელზეც მე აქ ვსაუბრობ მეტწილად იხარჯება სწორედ საკვებისა და სასმელის შეძენაში, რაც, თუკი იმპორტისა და ექსპორტის ურთიერთმიმართების კომპოზიციას დავუჯერებთ, მეტწილად უცხოური წარმოშობისაა.

მაშასადამე დასკვნა, საშუალოსტატისტიკური ქართველი არის ადამიანი 1200 ლარამდე (დასაბეგრი) ხელფასით, რომელსაც მძიმე ტვირთად აწევს გადასახადები, რომელიც მუდმივად ვალებშია და საკუთარი შემოსავლის ძირითად ნაწილს ახმარს უცხოური წარმოშობის პროდუქციის შეძენასა და სასესხო ვალდებულებების გასტუმრებას.

დათვლები ზედაპირული და დილეტანტურია, თუმცა საკმაოდ ახლოსაა ჭეშმარიტებასთან”.

Share