Home » მსოფლიო » გერმანულმა ბანკმა შემთხვევით 5.4$ მილიარდი გადარიცხა სხვა ბანკების ანგარიშებზე
გერმანულმა ბანკმა შემთხვევით 5.4$ მილიარდი გადარიცხა სხვა ბანკების ანგარიშებზე

გერმანულმა ბანკმა შემთხვევით 5.4$ მილიარდი გადარიცხა სხვა ბანკების ანგარიშებზე

გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბანკმა KFW, შეცდომით სხვა 4 ბანკის ანგარიშზე დიდი ოდენობის თანხა გადარიცხა, რაც ტექნიკური გაუმართაობით იყო გამოწვეული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია, განაცხადა რომ აღნიშნულმა ბანკმა 6 მილიარდ ევროზე მეტი თანხა გადარიცხა სხვა ბანკების ანგარიშზე.

როგორც ირკვევა გერმანულმა ბანკმა მალევე მოახდინა ამ შეცდომაზე რეაგირება და თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმართა იმ ბანკებს , რომელთა ანგარიშებზეც მილიარდობით დოლარი აღმოჩნდა. როგორც ბანკის მმართველები აცხადებენ შეცდომის გამოსასწორებლად ყველა საჭირო ზომას მიმართეს და აქვე დასძენენ, რომ ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომის ბრალიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ ყველაფერს დიდი სკანდალი მოჰყვა გერმანიაში და ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ Bild- მა გერმანულ ბანკს KFW- ს ყველაზე ცუდი ბანკი უწოდა. ბაფინის მიერ ჩატარებული სპეციალური აუდიტის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ ამ შეცდომის ერთ-ერთი ვერსია მოძველებული ტექნოლოგიები და სისტემაა.

ამ განცხადებას გამოეხმაურა გერმანული ბანკის წარმომადგენელი და განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ხარვეზები იმიტომაა შემაშფოთებელი რომ უფრო მეტად გაიზარდა ხაკერული შემოტევები ფინანსურ ინსტიტუტებზე.

 

ლევან ლაგვილავა
www.bloomberg.com

Share