Home » მსოფლიო » გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქალის და კაცის გვერდით გაჩნდება „სხვა სქესი“
გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქალის და კაცის გვერდით გაჩნდება „სხვა სქესი“

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქალის და კაცის გვერდით გაჩნდება „სხვა სქესი“

Deutsche Welle წერს, გერმანიაში, გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად შეძლებენ მესამე სქესის მითითებას.

ჩანაწერებში ქალის და კაცის გვერდით გაჩნდება  „სხვა სქესი“. მისი არჩევა ინტერსექსუალებს შეეძლებათ, ანუ  ადამიანებს, რომლებიც თავს არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, კატარინ ბარლის თქმით, სქესობრივი იდენტობის გამო, არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს.

Share