Home » მსოფლიო » გერმანიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შესახებ წინასწარ აფრთხილებს

გერმანიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შესახებ წინასწარ აფრთხილებს

ჰამბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პორტატიული რადარი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წამში უკონტაქტოდ აფიქსირებს სისხლძარღვების სისტემაში დარღვევებს და ადამიანს ინფარქტისა ან ინსულტის მოახლოების შესახებ დროულად აფრთხილებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომისაა და რთულ სენსორულ სისტემას წარმოადგენს. აპარატის გამოყენება სახლშიც შეიძლება. ადამიანის ჯანმრთელობის უკონტაქტო მონიტორინგის დროს პატარა სენსორები ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლებს აფიქსირებენ და ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შემთხვევაში განგაშის სიგნალს რთავს. გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია არ დაელოდოს შეტევას და სასწრაფო დახმარებას დაუყოვნებლივ გამოუძახოს.

ინფარქტი და ცერებრალური ინსულტი მსოფლიოში გულსისხლძარღვთა ყველაზე ხშირი დაავადებებია.

წყარო: imedinews.ge

Share