Home » მსოფლიო » გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის შეზღუდვები გაუქმდა

გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის შეზღუდვები გაუქმდა

გერმანიაში გაუქმდა რიგი შეზღუდვებისა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. შეზღუდვები ასევე გაუქმდა მათთვის, რომელიც ახლხანს გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ამიერიდან, ამ ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს “კომენდანტის საათის” შეზღუდვები. მათ აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე.

ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში ვიზიტისას. თუმცა, ამ პირებს ისევ ექნებათ ვალდებულება ატარონ პირბადე.

 

Share