Home » ეკონომიკა » გერმანიაში 350 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 436 მოქალაქეს სურს

გერმანიაში 350 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 436 მოქალაქეს სურს

გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.

გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.

ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

ნინო ზამბახიძე: გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის გზა ნამდვილად არ არის

Share