Home » მსოფლიო » გერმანია უცხოეთიდან წელიწადში 400 000 კვალიფიციური მუშაკის მოზიდვას აპირებს

გერმანია უცხოეთიდან წელიწადში 400 000 კვალიფიციური მუშაკის მოზიდვას აპირებს

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს ყოველწლიურად მოიზიდოს 400,000 კვალიფიციური მუშაკი საზღვარგარეთიდან, რათა დაძლიოს როგორც დემოგრაფიული დისბალანსი, ასევე მუშახელის დეფიციტი საკვანძო სექტორებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის კოროვირუსული პანდემიისგან მიყენებულ ეკონომიკის აღდგენით პროცესს.

„კვალიფიციური მუშაკების დეფიციტი იმდენად სერიოზული გახდა, რომ ის მკვეთრად ანელებს ჩვენს ეკონომიკას,” – განუცხადა კრისტიან დუერმა, თანამმართველი თავისუფალი დემოკრატების (FDP) საპარლამენტო ლიდერმა, ბიზნეს ჟურნალს WirtschaftsWoche.

„ჩვენ მხოლოდ თანამედროვე საიმიგრაციო პოლიტიკით შეგვიძლია მუშახელის დაძველებული პრობლემა კონტროლის ქვეშ მოვიქცეთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიოთ 400 000 კვალიფიციური მუშაკის საზღვარგარეთიდან მოზიდვას“, – დასძინა დუერმა.

კანცლერ ოლაფ შოლცი, დუერის ლიბერტარიანული (FDP) და გარემოსდამცველი მწვანეები თავიანთ შეთანხმდნენ ზომებზე, როგორიცაა ქულების სისტემა ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნების სპეციალისტებისთვის და ეროვნული მინიმალური ხელფასის აწევაზე საათში 12 ევრომდე (13,60 აშშ დოლარი) სამუშაოსთვის, რითაც გერმანია უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს მუშახელის მოზიდვის კონტექსტში.

დამსაქმებლებისთვის მეგობრული გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის შეფასებით, სამუშაო ძალა წელს 300 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდება, რადგან უფრო მეტი ხანდაზმული პენსიაზე გადის, ვიდრე ახალგაზრდა, რომელიც შემოდის შრომის ბაზარზე.

მოსალოდნელია, რომ ეს დისბალანსი 2029 წელს 650 000-ზე მეტად გაიზრდება. დასაქმებულ გერმანელთა რიცხვი გასულ წელს, კოროვირუსული პანდემიის მიუხედავად, თითქმის 45 მილიონამდე გაიზარდა.

ათწლეულების განმავლობაში დაბალი შობადობის და არათანაბარი მიგრაციის შემდეგ, სამუშაო ძალის კლება ასევე წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას გერმანიის საჯარო საპენსიო სისტემისთვის პენსიონერთა მზარდი რაოდენობის გამო.

სანდრო პირველი

Share