Home » მსოფლიო » გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ
გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა რეფორმების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ტელეკომპანია TVP Info ავრცელებს, რომელმაც გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებული დოკუმენტის ასლი მოიპოვა.
ტელეკომპანიის მონაცემებით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 9-გვერდიანი დოკუმენტის “ვიშეგრადის ოთხეულის” ლიდერებისთვის წარდგენას აპირებს.
“თუ შეთავაზებული დოკუმენტი რეალიზებული იქნება, ევროკავშირის ნაცვლად შეიქმნება ერთიანი ევროპული სახელმწიფო, რომელიც უძლიერეს ევროპელ მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნავს ტელეკომპანია.
წევრ ქვეყნებს ფაქტობრივად, არ ექნებათ უფლება, იყოლიონ საკუთარი არმია, სპეცსამსახურები, არ ექნებათ ცალკეული სისხლის სამართლის კოდექსი და ეროვნული ვალუტა.
დოკუმენტის თანახმად, ასევე იგეგმება ერთიანი ძალოვანი უწყებების და საგადასახადო სისტემის შექმნა.
ამასთან, წევრი სახელმწიფოები საკუთარ სახელმწიფო საზღვარზე კონტროლს კარგავენ.
Share