Home » მსოფლიო » გერმანია ავტოინდუსტრიას დამატებით 3 მილიარდით დაეხმარება

გერმანია ავტოინდუსტრიას დამატებით 3 მილიარდით დაეხმარება

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის ავტოინდუსტრიის დასახმარებლად დამატებით 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

ჯამში კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ავტოინდუსტრიისთვის ხელისუფლების მხრიდან გაცემული იქნება 5 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა.

გაცხადებული თანხიდან 1 მილიარდი გადაირიცხება ე.წ. „ავტომრეწველობის მომავლის ფონდში“, რომელიც განკუთვნილია საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებზე ამ სექტორის ტრანსფორმაციისთვის.

ბერლინმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე გაახანგრძლივებდა კომპენსაციების გაცემას იმ მყიდველებისთვის, რომლებიც შეიძენდნენ ელექტრომობილებს. ახლა კი ამ ვადამ 2025 წლამდე გადაიწია.

Share