Home » მსოფლიო » გერმანელმა გარემოსდამცველებმა Nord Stream 2-ის მშენებლობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

გერმანელმა გარემოსდამცველებმა Nord Stream 2-ის მშენებლობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

გერმანელმა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe (DUH) ჰამბურგის სასამართლოსგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც უფლებას იძლევა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშნებელობა გერმანიის წყლებში განხორციელდეს. ამის შესახებ Tass.ru წერს.

“Deutsche Umwelthilfe-მა დღეს შეიტანა სარჩელი Nord Stream 2–ის დაჩქარებული მშენებლობის წინააღმდეგ. ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მიმართულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წინააღმდეგ, რომელიც გაცემულია საზღვაო და ჰიდროგრაფიის ფედერალური ოფისის მიერ (BSH)” , – ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.

პრესრელიზში მითითებულია, რომ ამ დროისთვის გერმანიის წყლებში სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

გამოცემის ცნობით, საუბარია ბალტიის ზღვაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში 16,5 კმ მილების გაყვანაზე.

თავდაპირველად, მარეგულირებელმა ნებართვა გასცა, 2021 წლის 14 იანვარს, რომელ ნებარსთვასაც გარემოს დამცველები ერთი დღის შემდეგ დაუპირისპირდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული მილის გაყვანა საზღვაო ფლორასა და ფაუნას უქმნის საფრთხეს.  ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სააგენტომ მათი პროტესტი არ დააკმაყოფილა.

დღეს შეტანილი სარჩელით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ითხოვს მშენებლობის აკრძალვას სასამართლოს გადაწყვეტილებით.

პრესრელიზში ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ დეპარტამენტმა, წინა გადაწყვეტილებების მიღებისას, საკმარისად არ გაითვალისწინა კლიმატური ასპექტი.

ჰამბურგის ადმინისტრაციული სასამართლოს სპიკერმა TASS-თან საუბარში დაადასტურა სარჩელის მიღება, მაგრამ ჯერ ვერ ამბობს, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

“მე ვადასტურებ, რომ სარჩელი შეიტანეს. უფრო ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ დროისთვის გადაწყვეტილების შესაძლო თარიღზე არაფერი შეიძლება ითქვას”, – თქვა მან.

გიორგი არაბული

Share