Home » ფინანსები » გენერიკი მედიკამენტი 30%-70% უნდა ღირდეს – რას წერს გიორგი ფხაკაძე წამლების ფასის შემცირებაზე

გენერიკი მედიკამენტი 30%-70% უნდა ღირდეს – რას წერს გიორგი ფხაკაძე წამლების ფასის შემცირებაზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელიში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

“საქართველის ჯანდაცვის “კარგი” მდგომარეობა მიზეზი არის საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაა:

1. მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტერს არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი კლინიკა ან ქსელი.

2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალლგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს “ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს როგორც წესი სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ.

3. წამლის ფასწარმოქმნის პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INCOTERMS FOB/CIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა

4. როგორც წესი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გენერიკი მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქცეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ. ავსტრია, შვეიცარია, გერმანია

5. იმ ქვეყნებში სადაც წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კამპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც სადაზღვევო ვალდებულია რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კამპანია. და ა.შ.“

Share