Home » საზოგადოება » გენერალი ბენ ჰოჯესი – უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი და ბატონი ბიძინაა

გენერალი ბენ ჰოჯესი – უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი და ბატონი ბიძინაა

უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი მხარდამჭერების უახლოესი წრეა. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი თვალყურს ადევნებს,“- წერს ბენ ჰოჯესი.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

Share