Home » ეკონომიკა » გაზსაცავის მშენებლობა იწყება – 230 მილიონი კუბური მეტრის მარაგი საქართველოსთვის
გაზსაცავის მშენებლობა იწყება - 230 მილიონი კუბური მეტრის მარაგი საქართველოსთვის

გაზსაცავის მშენებლობა იწყება – 230 მილიონი კუბური მეტრის მარაგი საქართველოსთვის

საქართველოში იწყება უმნიშვნელოვანესი პროექტი – გაზსაცავის მშენებლობა. დაახლოებით რა ოდენობის მარაგზე იქნება საუბარი და საერთოდ, რას მოუტანს ეს პროექტი ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით?

ამ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ისაუბრა :

“შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ამ გაზსაცავის მშენებლობა.

ჩვენ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. ვფიქრობთ, რომ 2016-ის ბოლოს, 2017-ის დასაწყისში დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. საინტერესეოა ის, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროექტის დაფინანსებაზე. დაახლოებით 230 მილიონი კუბური მეტრის მარაგის დაგროვების შესაძლებლობა ექნება ამ პროექტს. უფრო დეტალურად, კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, შეიძლება იყოს უფრო მეტი, შეიძლება – უფრო ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული დისბალანსი ბუნებრივი აირის მოხმარების, ზამთრის 3 თვეში ბუნებრივი აირის მოხმარება მეტია. ვიდრე ზაფხულსა და გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები.

გაზსაცავი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს მარაგი. შესაბამისად, თუ ზამთარში გაიზრდება მოხმარება, შესაძლებელი იქნება გამოყენება, გაზსაცავი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და მე ვფიქრობ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ასეთი პროექტის განხორციელება პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. ” – განაცხადა კახა კალაძემ.

ipress.ge

Share