Home » მსოფლიო » „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის ყიდვა პოლონეთიდან დაიწყო

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის ყიდვა პოლონეთიდან დაიწყო

მოლდოვა პირველად განახორციელებს ბუნებრივი აირის საცდელ შესყიდვას “გაზპრომის” ალტერნატიული წყაროებიდან. როგორც ორშაბათს რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური იუწყებოდაა, შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა პოლონურ ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG-თან („Polske Gurnitstvo Naftowe i Gazovnitstvo“, PGNiG).

„დღეს გაფორმდა ხელშეკრულება 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საცდელ შესყიდვაზე სახელმწიფო კომპანია Energocom-სა და პოლონურ კომპანია PGNiG-ს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “გაზპრომთან” გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. რუსული გაზის ჰოლდინგი მოლდოვას 709 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის გადახდას სთხოვს. კიშინიოვს სთავაზობენ ვალის გადახდის გადავადების ვარიანტებს, “გაზპრომი” ასევე მზადაა გაზის 25%-იანი ფასდაკლებისთვის მიმდინარე საბაზრო ფასებთან შედარებით, მაგრამ მოლდოვა არ არის კმაყოფილი ამ პირობებით.

ამ დროისთვის მოლდოვა 1000 კუბურ მეტრ გაზში 800 დოლარს იხდის, ხოლო თუ “გაზპრომი” ხელშეკრულებას მისი პირობებით გააფორმებს, ფასი 1100 დოლარამდე გაიზრდება. მოლდოვას ასეთი გაძვირება არ აწყობს.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მოქმედი შეთანხმება ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივეს. ამ თვეში, მოლდოვა ახორციელებს გაზის იმპორტს საბაზრო ფასით, დაახლოებით 790 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე და ცდილობს შეამციროს გაზის ღირებულება საშუალოდ 200-300 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე. გასულ წელს ქვეყანამ იმავე მოცულობაში საშუალოდ 148 დოლარი გადაიხადა. გაზპრომმა გამოაცხადა მზადყოფნა გაახანგრძლივოს კონტრაქტი ნოემბრისთვის, თუ მოლდოვის მხარე სრულად გადაიხდის მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბრის მიწოდების გადასახადს.

ამჟამად მოლდოვის ზოგიერთი საწარმო გადავიდა მაზუთზე, ქვეყანაში დაწესდა საგანგებო რეჟიმი და დაიწყო ალტერნატიული გაზის მომწოდებლების ძებნა.

მოლდოვას წლიური მოთხოვნა ბუნებრივ აირზე დაახლოებით 1,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. (დნესტრისპირეთის რეგიონთან – დაახლოებით 2,9 მილიარდი კუბური მეტრი). მოლდოვა მას “გაზპრომისგან” ყიდულობს და უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.

გასულ კვირას მოსკოვში გამართული რუსეთ-მოლდოვის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პირველი ნოემბრიდან მიწოდების სრული შეწყვეტის რისკი მაღალია.

ალექსანდრე პირველი

Share