Home » საზოგადოება » გაზაფხულიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება
გაზაფხულიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება

გაზაფხულიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება

გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან დაკავშირებით მას კონსულტაციები უშიშროების საბჭოს სხდომამდეც ჰქონდა გავლილი.

„ვლადიმერ ჩაჩიბაია ასრულებდა მნიშვნელოვან, მოადგილის მოვალეობას და, ბუნებრივია, მე მასთან ამ სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია ურთიერთობა. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები მას და ხვალ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკვე გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა საინტერესო და პროდუქტიული იყო, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

„სამხედრო სავალდებულო გაწვევა მნიშვნელოვანი თემაა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ამასთან ერთად, შემოთავაზებული იქნება რამდენიმე კვირაში ახალი ვერსია იმ დოკუმენტისა, რომელზეც 2013 წლიდან ვმუშაობდით და გლობალურად, როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი. გლობალურად შეხედულება იქნება ჩამოყალიბებული სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Share