Home » საზოგადოება » გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე – ეს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დემარში და შეგნებული პროვოკაციაა

გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე – ეს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დემარში და შეგნებული პროვოკაციაა

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები რადიკალური ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ დემარშსა და შეგნებულ პროვოკაციას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„პოზნერის ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს ინტელიგენციაში.

ეს შეგნებული პროვოკაციაა, რომელიც დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანის იმიჯს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს „მიზანმიმართული სროლაა” ეკონომიკის შესასუსტებლად”, – აღნიშნა გავრილოვმა.

მისი თქმით, პოზნერის ვიზიტი მოწმობს, რომ ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” საქართველოს ხელმძღვანელობას სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობების აღდგენა.

”მაგრამ აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლური წრეების იარაღია, აშანტაჟებს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შეწყვეტილი დარჩეს,“- აღნიშნა გავრილოვმა.

Share