Home » მსოფლიო » გაუჩინარებული ჩინელი მილიარდერები

გაუჩინარებული ჩინელი მილიარდერები

გაუჩინარებული მილიარდერები – ჩინელი მილიარდელების უცნაურ გაუჩინარებაზე Forbes-ი წერს.

Alibaba–ს დამფუძნებლის ჯეკ მას გაუჩინარებას საზოგადოების მხრიდან სოციალურ ქსელში დიდი დაინტერესება მოჰყვა. მილიარდერი მეწარმის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო Alibaba კომენტარს არ აკეთებს.

ჯეკ მა ოქტომბრის ბოლოდან აღარავის შეუმჩნევია. ბოლოს მა შანხაის ბუნდის სამიტზე იმყოფებოდა, სადაც ჩინეთის მარეგულირებლები ინოვაციების ჩახშობის გამო გააკრიტიკა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ იგი ჩინეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე იყო დაბარებული.

როგორც Forbes-ი წერს, ბოლო წლების განმავლობაში სულ მცირე ნახევარი ათეული მილიარდერი და მდიდარი ბიზნესმენი გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეურაცხყოფის შემდეგ.

2015 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საინვესტიციო კონგლომერატის Fosun International- ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გუო გუანჩანგი გაუჩინარდა. სოციალურ ქსელში კი იდებოდა პოსტები, რომ არსებობდნენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ წაიყვანა პოლიციამ გუო გუანჩანგი.

2016 წლის იანვარში Shanghai Metersbonwe Fashion & Accessories-მაც დროებით შეაჩერა თავისი აქციებით ვაჭრობა და თქვა, რომ კომპანიის დამფუძნებელთან, მილიარდერ ჟოუ ჩენჯიანისთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სახელმწიფო საინფორმაციო ჯგუფი China Daily იუწყება, რომ ჟოუ პოლიციამ დააკავა. შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის სამსახურში იყო, მაგრამ მომხდარის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ. ახლა მისი ქალიშვილი ხელმძღვანელობს კომპანიას, თუმცა ჟოუ კვლავ რჩება Shanghai Metersbonwe Fashion & Accessories–ის უდიდეს აქციონერად და მისი ქონება 1.3 მილიარდი დოლარია.

კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო დროს გაუჩინარდა უძრავი ქონების მაგნატი რენ ჟიკიანგია. ამ ფაქტს უკავშირებენ მის მიერ გამოქვეყნებულ ესეს, სადაც Covid-19 პანდემიაზე საუბრობს და რამდენჯერმე ჩინეთის ლიდერი მოხსენიებულია, როგორც “ჯამბაზი”.

მისმა მეგობარმა New York Times-ს განუცხადა 2020 წლის მარტში, რომ ისინი ძალიან წუხდნენ მომხდარის გამო და ეძებდნენ რენ ჟიკიანგს. მას ჩამოართვეს ქონება და სექტემბერში 18 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ქრთამის აღებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბოროტად გამოყენებისთვისთვის, თუმცა მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ ის ჩინეთის ლიდერის წინააღმდეგ გამოსვლის გამო დასაჯეს.

და ბოლოს, Tomorrow Group–ს მფლობელი შიაო ჯიანჰუა, ყოველგვარი განმარტების გარეშე ჰონგ კონგიდან გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში, სიაო Four Season Hotel–დან ინვალიდის ეტლით წაიყვანეს, რომელსაც მანამდე არ იყენებდა. WeChat- ის წაშლილ განცხადების მიხედვით 2020 წლის ივლისში, შიაო ჩინეთში იმყოფებოდა და ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობდა. სავარაუდოდ დაკავშირებული იყო ჩინეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ხელს უწყობდა მათ ბიზნეს გარიგებებში, – ნათქვამია Forbes-ის მიერ 7 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო: business-partner.ge

Share