Home » საზოგადოება » გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ლაბორატორია საქართველოში
გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ლაბორატორია საქართველოში

გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ლაბორატორია საქართველოში

 1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა. ეშერას ლაბორატორიაში (აფხაზეთი) ჩაუშვეს მეცნიერთა კომისია. ( ჯუმბერ ლომინაძე,ვახტანგ აბაშიძე,გერმანე გობეჯისვილი და სხვა) . რაც მათ მიწის ქვეშ ნახეს , ნამდვილი შოკი იყო.გერმანე გობეჯაშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა, ერთადერთი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი.

როგორც ჯუმერ ლომინაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია, სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამდენიმე ათწლეული წლის უკან, რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული.ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა, ეს ჩასასვლელები ყველას სმენია,მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული მსგავსი საკითხები სასაცილოდ არ ჰყოფნით.

როგორ დაიწყო ყველაფერი?  1965 წელს მოსკოვმა დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები კავკასიაში ნავთობის აღმოსაჩენა, კერძოდ საქართველოში.ისინი ხარაგაულის მიდამოებში აწარმოებდნენ დაბურღვით სამუშაოებს და მოხდა უცნაური რამ. ბურღვის დროს ბურღი სიცარიელეში ჩავარდა.ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა.ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს და იქაც იგივე განმეორდა.ყველგან წყალი და სიცარიელე იყო ახლო მახლო ტერიტორიაზე. ეს ამბავი იქვე არსებულ სოფელშიც გაიგეს და ხალხმა მეცნიერებს ანახა გამოქვაბულები, საიდანაც ჩადიოდა ხვრელები მიწის ქვეშ. რამდენიმე მკვლევარი ჩავიდა და სენსაციური ამბავი ამოიტანეს. მათ მიწის ქვეშ აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მიწის ქვეშ არის განტური მეგალითური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომელიც სიღრმეში მიემართება. სასწრაფოდ დააკონსერვეს სამუშაოები და იქაურობა აკრძალულ ზონად გამოცხადდა. რამდნიმე წლის შემდეგ შემდეგ მოსკოველმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევები და დაადგინეს რომ საქართველოს ქვეშ არის გიგანტური სიცარიელე, რომელიც წყლით არის ამოვსებული და ყველა ჩასასველი დალუქულია.

ჩასასველელბი რამდენიმე ადგილასა, ესენია ეშერა, მარტვილის მიმდებარე კლდეებიდან,  ხარაგაულის ნაკრძალიდან, რაღის სოფელ ღებიდან, აგრეთვე იალბუზის მთიდან,იქ არის ხეობა რომელსაც ჰქვია ბაქსანი და რაც მთავარია ხვამლის მთაც , რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და დღემდე საიდუმლოებებით მოცული ადგილია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაყიდული საზღვარგარეთ.ვრცელდებოდა ინფორმაციები აფხაზეთში არსებული საიდუმლო ატომური მიწისქვეშა ლაბორატორიის შესახებაც. მოგვიანებით Discovery-მ გადაიღო საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილები.თუმცა ფილმი გაურკვეველი მიზეზების გამო აღარ გამოვიდა და ამაზე არც თავად გადამღები და არც მომუშავე ჯგუფის წევრები აღარ საუბრობენ. ამ ამბის ასე გასაიდუმლოება და მიჩქმალვ , კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არის ძალიან დიდი საიდუმლო,რომელმაც შეიძლება მსოფლიოს წარმოდგენები ბევრ რამეზე შეცვალოს.

 თათა მურაჩაშვილი
npa.ge

Share