Home » საზოგადოება » ,,გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ“

,,გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ“

,,გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების პროექტი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხორციელდება.

მისი თქმით, მანამდე არცერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, იმისათვის, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო.

„მაცივრებზე, პროექტზე – „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებაზე და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი მაცივარი და გადამმუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა.

ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი.

თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან 2 თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“. – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დარგში დაწყებული პროექტები გააჩერა და სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო.

Share