Home » გალერეა » როგორია გარევაჭრობა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში
როგორია გარევაჭრობა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში

როგორია გარევაჭრობა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, გარემოვაჭრეებს არა მხოლოდ ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით, არამედ თბილისის ცენტრალურ უბნებშიც.

კანონით, გარევაჭრობას თბილისში დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად აკონტროლებს, ეს ყველაფერი შესაბამის ჯარიმასაც ითვალისწინებს.

ევროპის ქალაქებში გარევაჭრობა ნაწილობრივ დაშვებულია, როდესაც ე.წ. ბაზრობის დღეები იმართება. თუმცა შესაბამისი სტანდარტული ნორმები, რაც პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭიროა, დაცული უნდა იყოს. მაგალითად, თუ პროდუქტი მალფუჭებადია, უნდა იდოს სამაცივრო დანადგარებში და მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს.

 

ევროპაში ძალიან პოპულარულია “ფლი მარკეტის” სისტემა, რაც ღია ცის ქვეშ ყიდვა-გაყიდვის პროცედურას გულისხმობს.

როგორც წესი, ასეთ გარე ბაზრობებზე იყიდება ყველანაირი პროდუქტი – დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული კულინარიული კერძებით. მოგზაურთათვის სპეციალური გზამკვლევებიცაა შექმნილი, რომელშიც აღნიშნულია ევროპაში მოგზაურობისას, რომელი “ფლი მარკეტი” უნდა მოინახულოთ.

კაუპატორი, ჰელსინკი


ფინეთის ყველაზე ცნობილი ქუჩის ბაზარი პორტის სიახლოვეს მდებარეობს.

ბაზარში გასტრონომიული პროდუქტები იყიდება – ახალი თევზი, კარტოფილი, ირმის ხორცი და ა.შ. ამასთან, ბაზარში უკვე მზა საკვებიც არის, რომლის დაგემოვნებაც ადგილზევე შგიძლიათ.

ბრიტოლ ითსი, ბრისტოლი


ბრისტოლ ითსი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გარე სავაჭრო წერტილია ბრიტანეთში.

აქ, ღია ცის ქვეშ, უამრავი სუვენირის გარდა, უგემრიელესი დონატები, ვეგეტარიანული და საფირმო ლაიმის ნამცხვრები და ა.შ. იყიდება.

ბრისტონ ითსი გამყიდველთა დიდი კოლექტივისგან შედგება.

ლე მარშ რასპალი, პარიზი


ეს გარე ვაჭრობის ის შემთხვევა გახლავთ, სადაც შეიძლება უამრავ ცნობილ ადამიანს გადაეყარო.

ლე მარშ რასპალი პარიზის ყველაზე დიდებული საკვები პროდუქტების შოპინგის გამოცდილებას იძლევა. ორშაბათობით ამ ბაზარში ორგანული ან ბიო პროდუქცია იყიდება.

პორტობელოს გზის ბაზრობა


აქ მხოლოდ ანტიკვარული ნივთები იყიდება.

ათასამდე გამყიდველს დიდებული ანტიკვარები და საკოლექციო ნივთები გამოქვს, ხოლო დამთვალიერებელს შეუძლია დატკბეს მათი დეკორატიული სილამაზით ან სურვილისამებრ შეიძინოს. ერთი სიტყვით, ეს მშრალი ხიდის ბრიტანულ ვერსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ფეირა და ლადრა


პირდაპირი თარგმანით ლისაბონის ეს “ფლი მარკეტი” “ქურდების ბაზრობა” გახლავთ, რომელიც რამდენიმე ქუჩაზეა განლაგებული.

იგი შუა საუკუნეებიდან არსებობს და მოპარული ნივთების გასასაღებელ ტერიტორიად იყო ცნობილი.

დღეისათვის ბაზრობა ძალიან რესპექტაბელურ ადგილად ითვლება და ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასებში შეძენის საშუალებას იძლევა.

მილანის “ფლი მარკეტი”


მილანის “ფლი მარკეტი” ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. იქ უნიკალური ატმოსფერო სუფევს.

ბაზრობაზე შეგხვდებათ ძველებური ავეჯი, საოცარი სამკაულები, ელეგანტური ტანსაცმელი და უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთები.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share