Home » ბიზნესი » გარდაბანში HENKEL-ის ქარხანა გაიხსნა
გარდაბანში HENKEL-ის ქარხანა გაიხსნა

გარდაბანში HENKEL-ის ქარხანა გაიხსნა

გარდაბანში HENKEL-ის ქარხანა გაიხსნა, სადაც გერმანული ბრენდი CERESIT-ის ცემენტი დამზადდება.

HENKEL-ის ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოში იხსნება რეგიონული მნიშვნელობის ქარხანა.

“კომპანია HENKEL არის მსოფლიოსი ცნობილი ბრენდი, სავაჭრო ნიშანი. ეს ქარხანა გათვლილი იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე, ასევე ცენტრალური აზიის ბაზარზე. ანუ ექსპორტზე გათვლილი პროდუქცია შეიქმნება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა HENKEL-მა რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია.

“მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტს. მოხარული ვარ, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ ბევრ ადამიანს დაასაქმებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა. ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share