Home » ბიზნესი » „გაფიქრებაც კი არ გვინდა – თუ მაისშიც 2 კვირით მოგვიწია დაკეტვა, სექტორი სასიკვდილო დარტყმას მიიღებს“

„გაფიქრებაც კი არ გვინდა – თუ მაისშიც 2 კვირით მოგვიწია დაკეტვა, სექტორი სასიკვდილო დარტყმას მიიღებს“

„გაფიქრებაც კი არ გვინდა, არათუ საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება იმგვარი ლოკდაუნი, რომ დაიკეტოს ბიზნესი,“ – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მესამე ტალღასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ყველა გამონათქვამს. როგორც გვესმის ჯერჯერობით ამ ტიპის შეზღუდვაზე ლაპარაკი არ იქნება, იმიტომ რომ იმ ბიზნესების უმრავლესობა, რომლებიც ამ ლოკდაუნების შემდეგ დარჩა, უბრალოდ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, საცალო სავაჭრო სექტორი და რითეილი, რომელიც ახლა იწყებს გამოცოცხლებას, მიიღებს ახალ სასიკვდილო დარტყმას, თუ მაისშიც 2 კვირით მოგვიწია დაკეტვა.

დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ტიპის ლოკდაუნი დღის წესრიგში არ არის, თუმცა, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, არ ვიცით.

ძალიან კარგად მახსოვს 28 ნოემბრის ლოკდაუნი, როცა 24 საათში შეიცვალა ყველაფერი, ამიტომ ყველაფერი არის მოსალოდნელი. მაშინაც იგივეს გვეუბნებოდნენ 24 საათით ადრე, რომ არაფერი დაიკეტებოდა, მაგრამ დაგვხურეს 24 საათში.

ვმუშაობთ სხვა ბიზნესასოციაციებთან და უახლოეს დღეებში ოფიციალურ მიმართვას გავავრცელებთ კიდევაც მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენი განცხადება, რა თქმა უნდა, პრემიერზე იქნება მიმართული. ის მოიცავს ყველა დარგისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ეს საჭირბოროტო საკითხები იქნება ბმაში – ტურისტული სექტორის აღდგენასთან, კომენდანტის საათთან, საშეღავათო პაკეტებთან,“ – აღნიშნა ყარალაშვილმა.

BPN.GE

Share