Home » ეკონომიკა » განვითარებად ქვეყნებში უცხოური ინვესტიციები შემცირდა, საქართველოში გაიზარდა

განვითარებად ქვეყნებში უცხოური ინვესტიციები შემცირდა, საქართველოში გაიზარდა

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 530 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

რა პოზიციებს იკავებს საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში, როგორია უცხოური ინვესტიციების დინამიკა სხვა ქვეყნებში, მსოფლიო ტენდენცია და საქართველო – “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ FDI Markets-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

FDI Markets-ის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე მეტად გაიზარდა ყაზახეთში სლოვაკეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ინდოეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში.

თუ შევადარებთ საქართველოს და სხვა განვითარებად ქვეყნებს, საქართველოში შემოვიდა უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე: სერბეთში, მაკედონიაში, ერაყში, ტუნისში, ურუგვაიში, ხორვატიაში.

FDI Markets-ის მონაცემებით, 60 განვითარებადი ქვეყნიდან ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ 13 მათგანში, ყველა სხვა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.

ჯამში, 2015 წლის პირველ ნახევარში განვითარებად ქვეყნებში 186 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 247 მილიარდს შეადგენდა. ანუ მიმდინარე წელს განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების 35%-იანი კლება დაფიქსირდა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მლნ. დოლარი

12029230_1053631154655811_980706402_n

12032355_1053631151322478_346526328_n

12025366_1053631147989145_2086166100_n

Share