Home » ახალი ამბები » გამოიყენე  კოდი PANDABURGER, მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება 
გამოიყენე  კოდი PANDABURGER, მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება 

გამოიყენე  კოდი PANDABURGER, მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება 

ფუდპანდა და მისი პარტნიორები  მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. წინ ცხელი, თუმცა სასიამოვნო დღეები გელით…. გაგრილდით ფუდპანდასთან ერთად, ის კერძების მომზადების „ციებ-ცხელებას“ ნამდვილად აგარიდებთ!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge  – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას –  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

ფუდპანდა გაძლევს საშუალებას დააგემოვნოთ თბილისში საუკეთესო ბურგერები! აღმოაჩინე კუს ტბაზე წარწერა, შემოიხედე foodpanda.ge-ზე,შეუკვეთე, გამოიყენე ვაუჩერის კოდი: PANDABURGER, მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება და კომპანიის კურიერები სასურველ დროს და ადგილას მოგართმევენ.

ბურგერების კულტი კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული მიმდევრობაა. კერძის ფორმულა თითქოს ძალიან მარტივია – ფუნთუშა, სოუსი, ხორცის კოტლეტი, ბოსტნეული და ისევ ფუნთუშა. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ჩონჩხია და დღეს ორ ფუნთუშას შორის შეფ მზარეულების უსაზღვრო ფანტაზია და თამამი ექსპერიმენტების წარმატებული შედეგებია მომწყვდეული.

ამბობენ, რომ ერთმა გერმანელმა ვაჭარმა, რომელიც 1800 წელს აზიაში მოგზაურობდა, მომთაბარე ტომებთან ნახა ხორცის დარბილებისა და შენახვის უცნაური მეთოდი – ისინი ხორცს უნაგირის ქვეშ დებდნენ, მოძრაობაში ხორცი რბილდებოდა და შესაწვავადაც უკეთესი ხდებოდა. შინ დაბრუნებულმა ვაჭარმა თავის მზარეულს გაუზიარა ხორცის ამგვარად მომზადების საიდუმლო და მართლაც, ასე შემწვარმა ხორცმა დიდი მოწონება დაიმსახურა, კერძს კი ,,ჰამბურგული ხორცი” უწოდეს. ასე მომზადებული სტეიკის იდეა გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკაში ჩაიტანეს და 1843 წელს ნიუ-იორკის ერთი-ერთი რესტორნის მენიუში უკვე გაჩნდა კერძი, სახელად ჰამბურგერი.

სხვა ისტორია კი ასეთია:

ჰამბურგერი ითვლება ერთერთი ყველაზე მოთხოვნად სწრაფ საკვებად მთელს მსოფლიოში.პირველი ჰამბურგერი დამზადდა და გაიყიდა 1895 წელს, რომელიც შეიძინა ამერიკელმა ლუის რაშელმა. მან უწოდა სწრაფ საკვებს “ჰამბურგერი”, რადგან მისი ცნობით რეცეპტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგიდან image (ჰამბურგი (Hambourg) — ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში, ისტორიულად ჰანზის თავისუფალი ქალაქი, დაარსებულია 889 წელს. გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქი ჰამბურგი ფედერალური მხარეცაა და ქვეყნის ყველაზე დიდი საოკეანო პორტიც)იყო გამოგზავნილი, რომელიც გახდა ამერიკელთათვის ერთერთი საყვარელი სწრაფი საკვები XX საუკინისთვის.ჰამბურგერი უფრო მოთხოვნადი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც ძირითადად ყიდულობდნენ თინეიჯერები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სწრაფ საკვებს.

გთავაზობთ გემრიელ და იოლ რეცეპტს:

შემადგენლობა:300 გრ საქონლის მჭლე ხორცი, 40 გრ ღორის ქონი, 2 კბილი ნიორი, 3ს.კ დაფხვნილი ორცხობილა,3 ს.კ ზეთი,2 ც ჰამბურგერის პური,30 გრ მდნარი ყველი,2 ც სლათის ფურცლები,½ ჩ.კ ხმელი ქინძი,პილპილი  და მარილი გემოვნებით

მომზადება:  საქონლის ხორიც, ღორის ქონი და ნიორი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 3ს.კ წყალი, პილპილი და მარილი. მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში, სწრაფად დაბრაწეთ ზეთიან ტაფაზე და შემდეგ ღუმელში სრულად მომზადებამდე. კიტრი დაჭერით თხელ რგოლებად. პურები გაჭერით შუაზე. ერთ ნახევარს წაუსვით მდნარი ყველი და მოაყარეთ ხმელი ქინძი. მეორე ნახევარზე მოათავსეთ სალათის ფურცლები და კიტრის ნაჭრები. პურის ყველიან ნაჭერზე მოათავსეთ კატლეტი და ზემოდან დააფარეთ კიტრიანი სა სალათიანი ნაჭერი.

Share