Home » საზოგადოება » „გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“

„გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“

„ქართული ოცნების“ დეპუტატები – გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.

ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები.

გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე.

ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, –  განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

Share