Home » ეკონომიკა » გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე
გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე

გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე

საქართველოში ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა

ორი დღის განმავლობაში ყველა კომპანიამ საწვავი საშუალოდ 4–6 თეთრით გააძვირა. ექსპერტები საწვავის გაძვირებას ორი მთავარი ფაქტორით ხსნიან. ესენია ეროვნული ვალუტის გაუფასურება და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის გაზრდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.

„ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთიც შეურთდა. შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე. ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს, ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო,“- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საწვავის გაძვირების მიზეზებზე საუბრობს, „ახალგაზრფა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია –აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი. არც ბაირახტარი უარყობს, რომ საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი ,სწორედ ეროვნული ვალუტის დევალვაციაა.

„ბოლო 2 კვირაში ეროვნულმა ვალუტამ სერიოზული რყევები განიცადა, რაც ლოგიკურად აისახა საწვავის ფასზეც, თუმცა ისევ გაუუგებარია, რატომ არ იმუშავა მარაგებმა და ყველა კომპანიამ ისევ, პრაქტიკულად ერთდროულად რატომ გაზარდა ფასები ყველა ტიპის საწვავზე. მაშინ როდესაც ყველა კომპანიას, სხვადასხვა რაოდენობის მარეგები აქვთ და ყველა ეს მარაგი სხვადასხვა დროსაა შეძენილი.“

ბაირახტარმა ასევე მსოფლიო ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია მსოფლიო ბაზარზე ფასები მცირედიდ გაიზარდა მაგრამ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის პირობებში, მსგავს მცირე ფასის ზრდას, სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია საწვავის ფასზე.

„მსოფლიო ბირჟებზე, „ოპეკის“ ბოლო, არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ნათობზე ფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას არ ქონია მასშტაბური ხასიათი და არ გამოუწვევია ნავთობის ფასის მდგრადი ზრდა. დღეისთვის მსოფლიო ბირჟებზე ჯანსაღი ვაჭრობა მიმდინარეობს და ბარელის ფასი 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად ლარის სტაბილურობის პირობებში, საწვავზე ფასის ზრდას აღარ უნდა ველოდოთ“,–აღნიშნა ბაირახტარმა.

პეტრე ლეკიშვილი

Share