Home » მსოფლიო » გაეროს ხელმძღვანელი WHO-ს მოუწოდებს დაამტკიცოს რუსული ვაქცინა Sputnik V

გაეროს ხელმძღვანელი WHO-ს მოუწოდებს დაამტკიცოს რუსული ვაქცინა Sputnik V

“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიესალმება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინა Sputnik V-ს დამტკიცებას”, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა, მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაერო მიიჩნევს, რომ Sputnik V არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემა”, – თქვა გუტერესმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ.

გუტერესმა ასევე განაცხადა, რომ მან იცის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ვაქცინის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა (RDIF), რომელიც ავრცელებს აღნიშნულ ვაქცინას, ჯანმო-ს Sputnik V-ის დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიმართა.

თუმცა, გაეროს ჯანმრთელობის სააგენტოს ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია რუსული ვაქცინა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით  91% –ზე მაღალი ეფექტურობა აქვს, მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობით.

კვლევაში, რომელიც ბრიტანეთის ცნობილ სამედიცინო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნდა წლის დასაწყისში, წერია რომ  Sputnik V არის “უსაფრთხო და ეფექტური” და ყველა მონაწილეს უვითარდება Covid- ის წინააღმდეგ ბრძოლის ანტისხეულები, სერიოზული გვერდითი მოვლენების გარეშე.

სამშაბათს, გაეროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ WHO–ს შეუძლია Sputnik V–ის მიმართ მწვანე შუქის ანთება ივნისში ან ივლისში. გუტიერესმა ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთს გაეროს თანამშრომლებისათვის Sputnik V– ით აცრის შესაძლებლობისთვის. ამ უფასო დოზების გამოყოფის შეთავაზება გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

რუსეთში გაეროს ბევრმა თანამშრომელმა უკვე მიიღო აღნიშნული ვაქცინა, მაგრამ ფართო გამოყენებისათვის საჭიროა WHO–ს მიერ მისი აღიარება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებით, Sputnik V უკვე დარეგისტრირებულია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, მათგან უმეტესობამ უკვე მიიღო პირველი დოზა.

 

 

 

Share