Home » საზოგადოება » “გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება”
"გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება"

“გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სახელისუფლებო გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. 

როგორც მინისტრმა გუშინ გამართულ პრესკონფერენცაიაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. ”მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ არ განიხილება ჩემი კანდიდატურა და რომ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველ გუნდში მოლაპარაკებები რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს. მათ შორის განიხილება საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურები, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ.

Share