Home » საზოგადოება » გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ალბათ, უფრო დიდხანს უნდა დარჩეს – ნათია თურნავა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ალბათ, უფრო დიდხანს უნდა დარჩეს – ნათია თურნავა

„მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, მოთხოვნა იმისა, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას არაადეკვატურია.

„ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. გვესმის, რომ ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა თურნავამ.

Share