Home » ახალი ამბები » ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – „თბილისი“ განთავსდეს
ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა - „თბილისი“ განთავსდეს

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – „თბილისი“ განთავსდეს

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – „თბილისი“ განთავსდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროექტების განხილვა მერიასთან არსებულ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე მოხდება.

„ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა – „თბილისი“ ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა „თბილისი“ იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. ამ საკითხს განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე. მთაწმინდის მთა ისტორიულ კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, რომ ვიკითხოთ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.

Share