Home » ფინანსები » ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა
ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2016 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილებისნაკადების მოცულობამ $105.4 მლნ, ანუ 230.6 მლნ ლარი შეადგინა,რაც 4.9 პროცენტით ($4.9 მლნ-ით) მეტია 2015 წლის ივნისისანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტიიმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთიგზავნილების მოცულობამ ივნისში $1 მლნ-ს გადააჭარბა. იმავე 13ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1პროცენტი მოდიოდა.

პირველ ადგილზე გადმორიცხვების მოცულობის მიხედვითტრადიციულად რუსეთია და მასზე მთელი გადმორიცხვების 34.1% (შარშან ივნისში 41.5% მოდიოდა), ანუ $35.9 მლნ მოდის. მეორეადგილზეა საბერძნეთი $13.2 მლნ, მესამეზე – იტალია $11.5 მლნ-ით. ევოკავშირის ამ ორ ქვეყანას აშშ მოსდევს $10.7 მლნ-ისგადმორიცხვებით.

2016 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $16.5 მლნ (36.1მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად $14.3 მლნ-ისა (32.5 მლნ ლარისა)გასული წლის ივნისში.

წყარო: Agora

Share