Home » ახალი ამბები » Forbes-ი 100 წლისაა – იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს
Forbes-ი 100 წლისაა - იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს

Forbes-ი 100 წლისაა – იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს

Forbes-ი 100 წლისაა. საუკუნეზე მეტია, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა ბიზნესის, ფინანსების, ინვესტიციების, ანტრეპრენიორების, სტარტაპებისა და ტექნოლოგიების შესახებ  ღრმა და ფართოდ აღქმად ანალიზს სთავაზობს მსოფლიოს. Forbes-ი გამოიცემა 20-ზე მეტ ენაზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში და 2011 წლის დეკემბრიდან – საქართველოში.

Forbes-ის საუკუნის იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს.

საიუბილეო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, 10 ნოემბერს, 20:00 საათიდან შედგება. Forbes Georgia-ს მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვისა და პარტნიორებისთვის შესრულდება “საგალობელი”; ქორეოგფარი – იური პოსოხოვი, მხატვრული ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.

საბალეტო წარმოდგენის შემდეგ გაიმართება Forbes Georgia-ს ბიზნესდაჯილდოება. გამოცემა გამოავლენს გამარჯვებულებს ნომინაციებში: Forbes Woman, Forbes Property, Forbes Entrepreneur, Forbes Startup და Forbes Social Impact.

საღამოს წარუძღვება Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

საიუბილეო საღამოს პარტნიორია Global Benefits Georgia

Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის – Forbes-Media N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს „Media Partners“ Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ჟურნალი 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის საქართველოში.

ჟურნალ Forbes-ის დევიზია „კაპიტალისტის ხელსაწყო“ და თითქმის საუკუნეა, რაც ეს ბრენდი ყოველდღიურად განამტკიცებს მეწარმეების საუკეთესო მრჩევლისა და მეგობრის სტატუსს. მისი ქართული გამოცემა აგრძელებს მედიაბრენდის საუკუნოვან ტრადიციას და ქართული ბიზნესსამყაროს ყველაზე გავლენიან არბიტრად გვევლინება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ განახლებულ საიტს www.forbes.ge

Share