Home » ეკონომიკა » Fitch-ი წელს საქართველოსთვის რთულ წელს პროგნოზირებს
Fitch-ი წელს საქართველოსთვის რთულ წელს პროგნოზირებს

Fitch-ი წელს საქართველოსთვის რთულ წელს პროგნოზირებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „სტაბილური“.

შეფასებისას გავლენიანმა სააგენტომ რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი , დიდი მოცულობით საგარეო ვალი, საგარეო ლიკვიდობის დაბალი მაჩვენებელი, ეკონომიკური მდგრადობა, მმართვის კეთილსაიმედო მაჩვენებლები. Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია საგარეო შოკებზე და დაზარალდა რუსეთსა და  სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში (მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში) მომხდარი ეკონომიკური ვარდნისგან.

ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად საქართველოს რეალურმა მშპ-ს ზრდამ 2015 წელს „საკმაოდ კარგი” ნიშნული შეინარჩუნა.  კერძოდ, ზრდამ 2,8% შეადგინა, რაც ძირითადად 2008 წლის შემდეგ, საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირებამ განაპირობა. 2016 წელს სააგენტო საქართველოსთვის კიდევ ერთ რთულ წლად მიიჩნევს. წელს 2,5%-იან ზრდა პროგნოზირებს, რომელიც 2017 წელს 4,2%-მდე დაჩქარდება.

წყარო: GBC

Share