Home » ეკონომიკა » Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა
Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა

Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა

განახლებული შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი “B+” დონით განისაზღვრა, პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურადმდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ, ქვეყნის სუვერენულ რეიტინგის პროგნოზის ზრდამ განაპირობა.

Fitch -ის ექსპერტები რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდას პროგნოზირებენ, რაც ნავთობის ფასების ზრდის გამო, მეზობელი ქვეყნების გააქტიურებამ უნდა უზრუნველყოს. ამასთან, Fitch -ის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ EBITDA წელს 170 მლნ ლარი იქნება, 2022 წლისთვის 220-240 მილიონამდე გაიზრდება.

როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა „საქართველოს რკინიგზის“ 25 %-ის გასხვისების გეგმაც. გავლენიანი სააგენტო ამ გეგმის არსებობაზე აღნიშნავს, თუმცა მიუთითებს, რომ IPO-ს ვადა არ დაკონკრეტებულა, ამასთან, ამ ფაქტით, კომპანიის სტატუსის ცვლილებას არ ელის.

კიდევ ერთი ცვლილება რაც უახლოეს წლებში „საქართველოს რკინიგზაში“ უნდა მოხდეს სტრუქტურული ცვლილებაა. კომპანიამ ევროკავშირის დირექტივები 2022 წლამდე უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბიზნესსეგმენტზე, ერთი ჰოლდინგის ქვეშ მოქმედი სხვადასხვა კომპანია იქნება პასუხისმგებელი.

Share