Home » ფინანსები » ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა
ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გამოდმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73%),ხოლო 12 თვის შემთხვევაში – წლიური 11% (ეფექტური 11%).

დღეისათვის ფინკა ბანკის საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია იურიდიული პირებისთვისაც, მინიმალური  საპროცენტო განაკვეთი იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი  განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

წელს ფინკა საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და წლის ბოლომდე მრავალ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.

Share