Home » ბიზნესი » ფინანსთა მინისტრი პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართავს
ფინანსთა მინისტრი პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართავს

ფინანსთა მინისტრი პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართავს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის თხოვნით მიმართვას გეგმავს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს ასახელებს: „უნდა შეიცვალოს ლუდის აქციზის ბუნება. განაკვეთზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის სხვა მსჯელობის საგანი, მაგრამ ის, რომ აქციზი ლუდზე იქმნება ალკოლჰოლის შემცველობითა და მისი სიმკვირივთ, ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საქართველოს პარლამენტს ჩვენ მივმართავთ თხოვნით, რომ აქციზის ბუნება შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები 2015 წლის 1-ლი მარტიდან ლუდზე აქციზის ზრდის გამო პროდუქციის რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ და აქციზის 10 თეთრით შემცირებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხშირად კონტაქტი ქონდათ “ქართული ოცნების” წევრთან, ყოფილ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან. სწორედ, ინდუსტრიის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინიციატივაა, რომ ევროპის მსგავსად საქართველოშიც აქციზის განაკვეთი ლუდის გრადუსიანობაზე იყოს მიბმული.

2016 წლის ზაფხულის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17%-ით შემცირდა, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდით არის გამოწვეული. ორგანიზაციის განცხადებით, 2014 წლამდე ლუდის წარმოების ზრდა და იმპორტის ჩანაცვლების მასშტაბები, ადასტურებს, რომ ეს დარგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. 2006-2015 წლებში ლუდის ბაზრის მოცულობა საქართველოში 45%-ით გაიზარდა. 2011-2014 წლებში საქართველოს ბაზრის მოთხოვნა 100-105 მლნ ლიტრის ფარგლებში მერყეობს. არსებული მდგომარეობით იმპორტირებულ ლუდს საქართველოს ბაზრის დაახლოებით 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. ადგილობრივი წარმოების წილი 2007 წელს 60%-დან 2015 წლის დასაწყისისთვის 97%-მდე გაიზარდა, რაც უთითებს ლუდის წარმოების როგორც ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების სერიოზულ შესაძლებლობაზე.

Share