Home » მსოფლიო » Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2020 წელს 84 მლრდ დოლარი შეადგინა

Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2020 წელს 84 მლრდ დოლარი შეადგინა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. როგორც ირკვევა გასულ წელს კომპანიამ ჯამურად 85 მილიარდ 960 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. აქედან, 84 მილიარდ 170 მილიონი მოდის რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე.

კომპანიის წმინდა მოგება 58%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 29 მილიარდ 150 მილიონ დოლარს. ამასთან, 2020 წელს სოციალური ქსელის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ შეადგინა მილიარდ 840 მილიონი შეადგინა, წლიური ზრდა კი 11% იყო. ქსელის ყოველთვიური ვიზიტორების რაოდენობა კი 2 მილიარდ 800 მილიონი იყო.

როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, მეოთხე კვარტალში სერვერზე ნაჩვენები რეკლამების ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 25%-ით, ხოლო რეკლამაზე საშუალო ფასმა 5%-ით მოიმატა. ამასთან, კომპანიის საკუთარი მარკეტინგული ხარჯები 8%-ით გაიზარდა. მისივე პროგნოზით, 2021 წლის დასაწყისში სარეკლამო გაყიდვები შემცირდება, თუმცა, მეორე ნახევრიდან კომპანიის ზრდის ტემპების დაჩქარებას მოელის.

Share