Home » მსოფლიო » Facebook $1 ტრილიონიანი კომპანია გახდა

Facebook $1 ტრილიონიანი კომპანია გახდა

Facebook შეუერთდა იმ კომპანიათა რიცხვს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციამაც 1 ტრლიონ დოლარს გადააჭარბა.

Yahoo Finance-ის მიხედვით, მარკეტის დახურვის მომენტში ფეისბუქის კაპიტალიზაცია 1.008 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ასეთ ნიშნულს ფეისბუქმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მიაღწია.

Facebook-ის ყვეკაზე ცნობილი დანაყოფები თვითონ საიტი Facebook, Messenger, Instagram, WhatsApp და Oculus-ია.

ამერიკულ კიმპანიებს შორის, რომლებმაც 1 ტრილიონიან კაპიტალიზაციას მიაღწიეს, Facebook ერთადერთია, რომელიც 2000 წლის შემდეგ შეიქმნა, თუ არ ჩავთვლით Google-ის (1998) მფლობელ ალფაბეტს, რომელიც 2015 წელს დაარსდა

Facebook-ის საბაზრო ფასის ზრდა სასამართლოს მოგებას მოჰყვა. Facebook-ს სასამართლოში ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისია უჩიოდა, რადგან სახელმწიფო ორგანოს აზრით, Facebook-ის მიერ WhatsApp-ისა და Instagram-ის შეძენა კონკურენტების ჩამოშორებასა და ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას ემსახურებოდა.

on.ge

Share